საწრეო მუშაობა ბუნებაში
სკოლა: მარტვილი
სოფ.გურძემის საჯარო სკოლა
მასწავლებელი:
თეა ჯგერენაია
მისაღწევი მიზნები:
ბუნ. III 2. მოსწავლეს შეუძლია განმარტოს გარემოს მნიშვნელობა
ორგანიზმებისთვის.
ბუნ. III 8. მოსწავლეს
შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
ბუნ. III 9. მოსწავლეს
შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ბუნ. III 11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული
წესების დაცვა.
წრის აქტუალობა: მოსწავლეებში ბუნებისმეტყველებისადმი ინტერესის
გაღვივება.ცოდნის გაღრმავება და კვლევითი უნარების
განვითარება. იმუშავებენ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება გამტკიცებაზე. მრავალფეროვანი
თვალსაჩინოება , კვლევა-ძიებისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები,საკუთარი დაკვირვების
შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები დადებით სასწავლო მოტივაციას შეუქმნის მოსწავლეებს,
საინტერესო და სახალისოს გახდის ბუნებისმეტყველების გაკვეთილს.
წრის მოსწავლეთა სია:
მარიმ ხარებავა
მარიამ ჯგერენაია
ირაკლი წურწუმია
გოგა ხარებავა
ლუკა დამენია
გია ჯგერენაია
წრის პროგრამა
მე-3კლასი - I სემესტრი (10/10-დან-14/11-მდე)
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ- ხუთშაბათს
თარიღი
|
თემის დასახელება
|
დრო
|
10.10
|
წრის მუშაუბის მიზნების გაცნობა
|
14.30
|
17.10
|
ადამიანი და გარემო
|
14.30
|
24.10
|
ბუნებრივი მოვლენები
|
14.30
|
31.10
|
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
|
14.30
|
7.11
|
ჯანსაღი ცხოვრება
|
14.30
|
14.11
|
შემაჯამებელი გაკვეთილი
|
14.30
|
წრის მუშაობისთვის საჭირო რესურსები: თაბახის ფურცლები, კალამი, მარკერი, ფლომასტერი, პროექტორი, კომპიუტერი,თვალსაჩინოებები.
10.10.2019 პირველი დღე- პირველი მეცადინეობის თემა
იყო საწრეო მუშაობის მიზნების გაცნობა, მათი ინტერესების გათვალისწინებით. მოკლედ ვისაუბრეთ
აქტივობებზე, რომლის გაკეთებასაც ვაპირედი. ბავშვები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ საწრეო
მუშაობას
17.10.2019- წრის წევრებმა
გაიფართოვეს თვალსაწიერი გარემოს
მნიშვნელობაზე.
იმსჯელეს,
უპასუხეს
კითხვებს
და
გაითავისეს,
რა
მნიშვნელოვან
როლს
ასრულებს
გარემო
ცოცხალ
ორგანიზმებზე . ჩამოაყალიბეს ელემენტარული
წესები თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს.
24.10.201-
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი თვალსაჩინოების საფუძველზე ისაუბრეს ბუნებაში მიმდინარე
ყოველგვარ ცვლილებებზე.
მრავალფეროვანი თვალსაჩინოებამ, საკუთარი
დკვირვებების შედეგად მიღებულმა შთაბეჭდილებებმა და კვლევა ძიებისთვის
განკუთვნილმა სავარჯიშოებმა დადებითი სასწავლო მოტივაცია შეუქმნა მოსწავლეებს.
31.10.2019 მოსწავლეები გაეცვნენ ცოცხალი და
არაცოცხალი ბუნების ნაწილებს. გამოთქვეს საკუტარი მოსაზრებანი და გამოიტანეს დასკვნა,
რომ ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება მჭიდროდაა კავშირში ერთმანეთთან.
7.11.2019 ამ მოსწავლეებმა გაიფართოვეს თვალსაწიერი,თუ რა არის
საჭირო ჯანსაღი ცხოვრებისათვის და რამდენად მნიშვნელოვანია იგი ადამიანებისათვის. შეხვდნენ
ოჯახის ექიმს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი რჩევები მოგვაწოდა. ხაზი გაესვა ძალიან მნიშვნელოვან
დეტალების ცოდნას, როგორიცაა სპორტი, სწორი კვება და ჰიგიენას, რომელიც ქმნის ცხოვრების
ჯანსაღი წესის საფუძველს.
14.11.2019 ბუნების წრის წევრებმა საწრეო შეხვედრების
მუშაობით გაიღრმავეს თვალსაწიერი მათთვის საინტერესო(წარმოდგენილ) საკითხებზე. შეჯამების მიზნით მოამზადეს პრეზენტაცია ,,ბუნება
ჩვენი სულის ნაწილია.“